ზაზა გაბუნია: ეს არის ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალების მცდელობა ეკლესიაზე მიიტანონ იერიში, ისევე როგორც, ცდილობდნენ სახელმწიფოზე

15:10 11-01-2019
24

უპირველეს ყოვლისა მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მისი უწმინდესობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების სახელით. ძალიან რთული იყო იმ უხამსი და უზნეო ფორმის დემარშის, გალაშქრების ნახვა, რომელიც განხორციელდა მხცოვანი პატრიარქის მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მისი უწმინდესობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების სახელით. ძალიან რთული იყო იმ უხამსი და უზნეო ფორმის დემარშის, გალაშქრების ნახვა, რომელიც განხორციელდა მხცოვანი პატრიარქის მიმართ. ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს არის ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალების მცდელობა ეკლესიაზე მიიტანონ იერიში, ისევე როგორც, რამდენიმე თვის წინ, 20-21 ივნისს იგივე ძალები ცდილობდნენ იერიშის მიტანას სახელმწიფოზე. ამ მოვლენებს შორის კავშირი აშკარაა. პოლიტიკური ძალა, რომელიც ადრე იყო ხელისუფლებაში და ახლა ოპოზიციაშია, სიტყვით თუ საქმით წლებია ებრძვის საქართველოს ეკლესიას. გუშინდელი დღე იყო ამ ადამიანების ლუსტრაციის დღე. როგორც კი უმძიმესი განცხადება გაკეთდა, ისინი ჩამოეწყვნენ და უტევდნენ ეკლესიის ინტერესებს. ეს ხალხი ადრე ხელისუფლებიდან უტევდნენ ეკლესიას, ახლა ოპოზიციიდან ან სხვა ორგანიზაციებიდან“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.