ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი იუბილარია

15:03 11-01-2019
57

დღეს, 1 ნოემბერს საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას დაბადების დღეა. ანა 43 წლის გახდა.

„საქართველოს სამეფო სახლი, სამეფო ოჯახის წევრები, სამეფო სახლის კანცელარია, ბაგრატოვანთა დინასტიური კავშირი და მონარქისტული წრეები ულოცავენ მის სამეფო უმაღლესობას დაბადების დღეს და უსურვებენ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!“ - ვკითხულობთ საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქგვერდზე.

ანა გიორგი XII-ის მემკვიდრის, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის და პრინცესა ლეილა ყიფიანის უფროსი ქალიშვილია. დაიბადა თბილისში, 1996 წელს. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მუშაობდა მასწავლებლად და დირექტორად თბილისის ერთ-ერთ სკოლაში.

სწორედ ანას მოუწია სამეფო ოჯახისთვის მსხვერპლის გაღება. გვარისა და სამეფო ტახტის ინტერესებისთვის ის დავით ბაგრატიონზე დაქორწინდა. ამ ისტორიულ ქორწინებამდე ანა გათხოვილი იყო, სიყვარულით შექმნილი ოჯახი ჰქონდა და ორ ქალიშვილს ზრდიდა. ანას პირველი მეუღლე გრიგოლ მალანია გახლდათ. ბატონიშვილს მეორე ოჯახიც დაენგრა. ანას და დავითს ვაჟი, ტახტის მემკვიდრე, 9 წლის უფლისწული გიორგი ჰყავთ, რომელსაც ნათლობის დღეს უწმინდესმა საქართველოს უფლისწული უწოდა. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე