პეტრე ცაავა მეუფე გრიგოლს სტუმრად მოიხსენიებს - ვიდეო

14:52 11-01-2019
247

„ჩამოვა სტუმარი  მეუფე გრიგოლი და ჩამოვყალიბდებით“ - ამის შესახებ მეუფე პეტრემ მარტვილში, ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჟურნალისეტების კითხვაზე მეუფე გრიგოლი სტუმარი არის თუ არა, მეუფე პეტრე პასუხობს: „სტუმარი არ არის ნამდვილად, მოვალეობის შემსრულებელია“. 

მისი თქმით, თავის უფლებამოსილებას მეუფე გრიგოლს გადააბარებს. 

შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან სინოდის გუშინდელ სხდომაზე გადააყენეს. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა. 

 

ავტორი: თეა შონია