რუსეთმა და თურქეთამ სირიაში ერთობლივი პატრულირება დაიწყეს

14:09 11-01-2019

რუსულმა სამხედრო პოლიციამ თურქულ მხარესთან ერთად ჩრდილოეთ სირიაში პატრულირება დაიწყო.

ამჟამად, ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ხუთი რუსული და ოთხი თურქული სამხედრო ტექნიკა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირების მარშრუტი 110 კილომეტრს მოიცავს.

17 ოქტომბერს ვაშინგტონთან მოლაპარაკების საფუძველზე ანკარამ ოპერაცია ხუთი დღით შეაჩერა. ამ ხნის განმავლობაში ქურთ მებრძოლებს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ.

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, მის ერთ-ერთ მიზნად ქვეყნის ჩრდილოეთით „უსაფრთხო ზონის“ შექმნა სახელდებოდა