„პატრიარქსაც და ერსაც, მუსლიმები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ“ - ამირან გაბაიძე

12:41 11-01-2019
56346

„მე აღმსარებლობით მუსლიმი ვარ, ზემო აჭარიდან. დღესვე, ოჯახითა და მეგობრებით წამოვალ ფეხით, დედაქალაქს. რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი. ჩვენ მალე წინაპრებისა და მის ქრისტესმიერ გზას დავადგებით. ჩვენთან არს ღმერთი. არსს და იყოს“. -  გუშინდელი სკანდალური მოვლენების შემდეგ  ამირან გაბაიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„პრაიმტაიმი“ პოსტის ავტორს დაუკავშირდა:

„გუშინ ძალიან მოულოდნელი თავდასხმა განხორციელდა პატრიარქზე და ცხელ გულზე ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია დავაფიქსირე. ქართველი მუსლიმები მივიჩნევთ, რომ პატრიარქი არის ერის მამა და მას უაღერსად დიდ პატივს მივაგებთ. 300 წლის წინ სარწმუნოების შეცვლამ თავისი კვალი დატოვა ცნობიერებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეგუებით ამ მდგომარეობას.

რელიგიას კი არ ვიცვლით, ჩვენს რელიგიას, წინაპრების მიერ დატოვებულ  მართლმადიდებლობას ვუბრუნდებით. ჩემ გარშემო მყოფი უამრავი მუსლიმი ნათესავი, მეგობარი თუ ნაცნობი  მოექცა მართლმადიდებლად და ამაში პატრიარქის დიდი წვლილია.

მე ხულოს რაიონში, სოფელ ხიხაძირში ვცხოვრობ და მოგეხსენებათ, მაინც ზემო აჭარაა, სოფელია, ასაკოვანი ხალხი არ მიესალმება ძველ რელიგიაზე მოქცევას და ანგარიშს ვუწევდით მათ აზრს, მაგრამ ახლა გამოიკვეთა ტენდენცია, ახალგაზრდები სხვანაირად აზროვნებენ.

უფლის მადლით, აღარავინ გვაშინებს, არ გვეუბნებიან, რომ თუ მართლმადიდებლებად მოვექცევით, ანათემას გადაგვცემენ და ამიტომ, ზემო აჭარაში სარწმუნოების შეცვლის უმრავი ფაქტი არსებობს. 

დამერწმუნეთ, პატრიარქსაც და ერსაც, ჩვენ, მუსლიმები სისხლის უკნასკნელ წვეთამდე დავიცავთ, თუ ეს საჭირო გახდება“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ამირან გაბაიძემ.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე