მეუფე პეტრეს სასჯელი ილია მეორემ შეამსუბუქა - ლევან აბაშიძე

12:34 11-01-2019
78

„ილია მეორემ შეამსუბუქა მეუფე პეტრეს სასჯელი, ვინაიდან სინოდის სხდომის წევრები უფრო დიდ სასჯელს ითხოვდნენ“,- ასე აფასებს თეოლოგი ლევან აბაშიძე ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტის გუშინდელ სკანდალური განცხადებებსა და სინოდის სხდომის გადაწყვეტილებას.

ლევან აბაშიძე აღნიშნავს, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტისა და სინოდის დაპირისპირება არ არის მაღალი დონის კონფლიქტი იმისათვის, რომ სინოდის სხდომის გადაწყვეტილება გასაჩივრდეს მსოფლიო პატრიარქთან.

„თუ რომელიმე მრევლის წევრი უკმაყოფილოა პატრიარქის გადაწყვეტილებით, არ შეიძლება ეს გასაჩივრდეს ასეთ მაღალ იერარქიაში. როდესაც საპატრიარქოში 47 მაღალი იერარქიის წარმომადგენელი პირია, 47-ში რომ ერთმა დაარღვიოს წესები, არ არის ეს გაუგონარი ამბავი“,- აღნიშნავს თეოლოგი.

თეოლოგი ლევან აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთი სინოდის სხდომა გაიმართოს.

გუშინ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები,ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ.