მეუფე პეტრემ მოვალეობები მეუფე გრიგოლს გადააბარა

12:33 11-01-2019
69

ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოემშვიდობა თავის მრევლს. მან ეპარქია ახლადმიბარებულ მეუფრ გრიგოლ კაციას გადააბარა. „შეხვედრამდე სამოთხეში“ - ასე დაემშვიდობა მამა პეტრე თავის მრევლს.  

ამ წუთებში მარტვილში მეუფე გრიგოლს ელოდებიან. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელთმთავრობიდან გადააყენა მეუფე პეტრე. პეტრე ცაავას თქმით, „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“ და ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მიიღო.

მისივე თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.