ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გიორგი მამარდაშვილი

სპორტი 1711706598

„ვალენსიაში“ დაბრუნებული მამარდაშვილი სიხარულის კორიდორში გაატარეს

„ვალენსიას“ ფეხბურთელებმა ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლა მიულოცეს. ფოტოები „ვალენსიას“ სოციალურ ქსელებში გავრცელდა.მამარდაშვილთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა უკრაინელ ფორვარდს, რომან იარემჩუკსაც მიულოცეს.  Calurosa bienvenida a Yaremchuk y Mamardashvili#ADNVCF 🦇 pic.twitter.com/4uNZ7GSPV2 — Valencia CF (@valenciacf) March 28, 2024

კახა კალაძე

პოლიტიკა 1711706406

ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ. ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი - კახა კალაძე

თბილისის მერი გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას, სადაც მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელების დამსახურებაა და არა ფეხბურთის ფედერაციის.კახა კალაძემ  მავნებლური უწოდა პარტია „ლელოს“ განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია.„აქედანაც კარგად ჩანს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად არ გაუხარდათ ეროვნული ნაკრების გამარჯვება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ფეხბურთელების დამსახურება. თუმცა, მხოლოდ ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ, ერთიანი გუნდი რომ არ იყოს. ფეხბურთში მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გატარებული და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ  ფეხბურთელმა, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში, იფიქროს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როგორ ითამაშოს საუკეთესოდ მინდორზე. ამისთვის მთლიანად ხელისუფლება და ზოგადად ფედერაცია არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს კურირებს.ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში, მოახერხა ის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. ამას უდიდესი გავლენა აქვს ყველაფერზე, მათ შორის სპორტზეც. ნახეთ, ბოლო წლებში სპორტში რამდენი გამარჯვება, წარმატება და მედალი გვაქვს. ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩარტერული რეისით ჩამოაფრინა, რომ გუნდთან ერთად დროულად მომზადებულიყვნენ. ასეთ დამოკიდებულებებს კი, მოაქვს შედეგი.„ფედერაცია ყველა პირობას ქმნის ფეხბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის - ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალი მოედნები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და ა.შ. არ ვიცი საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, რა შეხება აქვს ფეხბურთთან ან იცის თუ არა, რა არის ფეხბურთი. მინდა ვუთხრა მას, რომ ყველა ამ დეტალს მნიშვნელობა აქვს.საზოგადოებამ არ იცის და ვიტყვი, იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც თავის კლუბში ცოტა გვიან ჰქონდა თამაში. იმისთვის, რომ ისინი სწრაფად ჩამოსულიყვნენ და სანაკრებო თამაშებისთვის მომზადებულიყვნენ, ფედერაციამ ჩარტერით ჩამოაფრინა. ეს დამოკიდებულება არსებობს ფედერაციის მხრიდან და სწორედ ამ ყველაფერს მოაქვს შედეგი. გულშემატკივრებს მივმართავ - არ მიაქციოთ ასეთ ბოროტ ადამიანებს ყურადღება. კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ, ხომ გახსოვთ მათი სახეები? ახლაც იგივე დღეში არიან. მათ არცერთი გაუხარდათ და არც - მეორე. საქართველო კიდევ ბევრჯერ იზეიმებს და ჩვენი ერთობით, ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებასაც მალე მიაღწევს“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

სასიყვარულო რიტუალი

ჰოროსკოპი 1711706355

რომელი ზოდიაქოს ნიშანი როდის ამთავრებს სიყვარულს

სიყვარული, მოგეხსენებათ, „ვერტიკალურია და თან – ბრუნვადი“ – მას შეუძლია დარდის განქარვება, განკურნება, ზეციური კარიბჭის გახსნა… ის ყველაფრის გასაღებია. და რა ხდება, როცა სიყვარული ქრება? რა მიზეზებით შეიძლება დაიკარგოს სიყვარული? ამ ჰოროსკოპში ნახავთ, თუ რამ შეიძლება აიძულოს ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლები, რომ დაკარგონ ეს გრძნობა. ეს ეხება არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის გრძნობებს, არამედ ასევე მეგობრულ, სამსახურებრივ ურთიერთობებს.მაშ ასე, გაეცანით და გაითვალისწინეთ – სადამდე ეყვარება თითოეული ნიშნის წარმომადგენელს:ვერძი: მეყვარები, სანამ არ მიღალატებროგორც მოგეხსენებათ, ვერძის მფარველია ომის ღმერთი – არესი/მარსი. ეს ერთ რამეს ნიშნავს – ყოველდღიურ ბრძოლას ნებისმიერი რამისთვის. ისინი მზად არიან, ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლონ. და რისთვის?ცხადია, რომ მათი უმრავლესობა მოჩვენებებს ებრძვის. შემდეგ, როცა იმარჯვებენ, როგორც წესი, მოწყენილი არიან და ეძებენ ისეთ რამეს, რაც გააბრაზებს. გაბრაზებული კი კვლავ ბრძოლას იწყებენ. ვერძს გამარჯვება სწყურია. ამიტომ ის მუდამ დაკავებული უნდა იყოს და რაიმეზე გამარჯვება ჰქონდეს დაგეგმილი.კურო: მეყვარები, სანამ გულს არ მატკენკუროს გულის გასატეხად ბევრი ცუდი რამ უნდა ჩაიდინოთ. მათი წყენინება ადვილია, მაგრამ განადგურება – ნურას უკაცრავად. ამიტომ მიიჩნევენ მათ ერთგულ და მედგარ ადამიანებად, რომლებიც ნებისმიერ პრობლემას უძლებენ, რასაც მათ კოსმოსი უგზავნის.როგორც კი მის ნდობას მოიპოვებთ, სულ ერთ წამში შეიძლება გადაიფიქრონ – თუნდაც ერთი საქციელის გამო. მათი ნდობის ღალატის შედეგად ისინი თავდაჯერებულობას დაკარგავენ. მაგრამ ამის მიღწევა არცთუ ადვილია. ნუ გაუტეხთ მათ გულს სახლის ან მათი გარეგნობის შეურაცხყოფით. მოძებნეთ შემოქმედებითი კრიტიკის ხერხი.ტყუპი: მეყვარები, სანამ ჩემს გაბითურებას არ შეეცდებითუ გონებრივი თამაშები გსურთ ტყუპთან – ეს ცუდი იდეაა. ნუ ეცდებით ამას ადამიანთან, ვინც მოტყუების დიდოსტატია. მისი გონება იმაზე სწრაფად მუშაობს, ვიდრე წარმოგიდგენიათ…ტყუპის მფარველი პლანეტა მერკური/ჰერმესია, ინტელექტის, ურთიერთობებისა და ვაჭრობის ღმერთი. ამ თამაშს ისინი ყოველთვის არ ეძებენ, მაგრამ თუ მიხვდნენ, რომ მათი მოტყუება გინდათ, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ სულელად გამოიყურებოდეთ. ნუ ითამაშებთ თამაშის დიდოსტატებთან…კირჩხიბი: მეყვარები, სანამ არ მიმატოვებისინი მთვარე-არტემიდა/დიანას ნიშნის წარმომადგენლები არიან და კომპანია (ნებისმიერი) მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. უყვართ გარკვეული დროის თავისი თავისთვის დათმობა, მაგრამ ურთიერთობებში თანასწორობას ეძებენ. თუ ვინმეს ენდობიან, მათთვის მთელი სამყაროს მოპოვებას შეეცდებიან.ნუ უღალატებთ კირჩხიბის ნდობას. მათთვის ემოციური უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იპოვოთ საშუალება, რომ ეს უსაფრთხოების განცდა შეუქმნათ. ეყვარებით მანამ, სანამ არ ირწმუნებენ, რომ მათი სიყვარულის ღირსი არ ხართ. მაშინ დაგშორდებიან და უკან ვერასდროს ვეღარ დაიბრუნებთ.ლომი: მეყვარები, სანამ სულელს არ დამამსგავსებლომი მზეს ჰგავს – პლანეტების სისტემის ცენტრს. სრულებით ბუნებრივია, რომ მას მუდამ აკრიტიკებენ. ლომი მუდამ იცავს თავის სოციალურ სტატუსს, ურთიერთობებში კი უნდა გრძნობდეს, რომ აფასებენ.ნუ შეურაცხყოფთ ლომს. მას ეყვარებით, სანამ უმადური არ იქნებით ყველაფრისთვის, რაც მან თქვენთვის გააკეთა. ლომს უყვარს სიმართლე, ამიტომ თავადაც კარგად უწყის თავისი უპირატესობაცა და ნაკლიც. უბრალოდ, არ უყვარს, როცა შეცდომებზე პირდაპირ სახეში მიახლი. უყვარს, როცა მიიღებთ ისეთს, როგორიც არის.ქალწული: მეყვარები, სანამ ჩემს მოტყუებას არ დაიწყებქალწული მერკური/ჰერმესის – სიმართლისა და კრიტიკის ოსტატის შვილია. მან იცის, რა ხდება მის გარშემო, აინტერესებს ადამიანური საქციელი. იმ მომენტში, როცა მის მოტყუებას დაიწყებთ, სამუდამოდ დაკარგავთ კიდეც.ქალწული ყველას ენდობა, მისი გული ყოველთვის იმედიანია. მაგრამ მისი წყენინება ადვილია, ამიტომ ადვილად შეიძლება დაკარგოს ვინმეს ნდობა. ეყვარებით, სანამ მის გაცუცურაკებას შეეცდებით. ამის შემდეგ თქვენს ყოველ სიტყვაში ეჭვი შეეპარება.სასწორი: მეყვარები, სანამ ჩემს მშვიდობისმოყვარეობას ეგუებიმშვიდობისმყოფელი და დიპლომატი სასწორი მუდამ ეცდება, ბოლო მოუღოს ჩხუბს და დედამიწა სამოთხედ აქციოს. თუ წესრიგისა და სილამაზის გზას რაიმენაირად გააფუჭებთ, სასწორისთვის, ჩათვალეთ, რომ მკვდარი ხართ.ვენერა/აფროდიტეს შვილები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ურთიერთობები მათი სურვილისამებრ წარიმართოს. პირდაპირ არ გეტყვიან, რა სძულთ, მაგრამ ყველაფერს კარგად შეიგრძნობთ. არასდროს იყვიროთ მათთან და ნუ შეეკითხებით მათ ცხოვრებაში არეულობისა და პრობლემების შესახებ.მორიელი: მეყვარები, სანამ ჩემგან დამალული არაფერი გექნებანუ ეკითხებით მორიელს პრობლემების შესახებ. უბრალოდ, გადაჭერით ეს პრობლემები. მორიელს შეუძლია სიმართლის მიღება, სანამ დარწმუნებულია, რომ მას არაფერს უმალავთ.სანამ ტყუილსა და საიდუმლოს არ იგრძნობს, მორიელს ნამდვილად შეუძლია სიყვარული. მათი ერთგულების გასაღები პატიოსნებაა. არასდროს ეცადოთ მის მოტყუებას, რადგან ამის შესახებ ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიტყობს. ისინი წყენას გულში ინახავენ. შეუძლიათ პატიება, მაგრამ წყენას არასდროს დაივიწყებენ.მშვილდოსანი: მეყვარები, სანამ ჩემთვის იმედის მომცემი იქნებიროგორ უნდა გადაიყვანოთ ჭკუიდან ზევსი/იუპიტერის შვილები? ეს ადვილია. უბრალოდ, თავი უბედურად უნდა აგრძნობინოთ. მათ შეუძლიათ თქვენი მთელი გულით სიყვარული, სანამ ოპტიმიზმის კარს არ დაუხშობთ. თუ კარგს არაფერს აღარ ელოდებიან, თქვენ უკვე მისთვის აჩრდილი, ლანდი ხართ.მშვილდოსანი მუდამ ზევით მიიწევს და მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც მისი ხედვისა და კეთილსინდისიერების სჯერა. ნუ დაუკავშირდებით მას, თუ მშვილდოსნის მიზნების უხეშად გაკრიტიკება გსურთ – ეს მხოლოდ შემოქმედებითად უნდა გააკეთოთ. ნუ დააკარგვინებთ მათ იმედს.თხის რქა: მეყვარები, სანამ არ დანებდებითხის რქა დროის ღმერთის – სატურნი/კრონოსის შვილია. მან იცის, როგორ გაახანგრძლივოს ყველაფერი, მათ შორის – ურთიერთობები. თხის რქა სამართლიანი და გულითადია. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ისაა, რომ გაიგოთ, რა გჭირდებათ და რა არის უკეთესი ორივესთვის.იმ მომენტში, როდესაც საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას გადაწყვეტთ, თხის რქა თქვენით აღფრთოვანებას შეწყვეტს. მას უყვარდება ის, ვისითაც აღფრთოვანებულია. რაც უნდა შეშფოთებული იყოთ, ყოველთვის უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და მწვერვალებისკენ ისწრაფოდეთ. ისინი ძალზე მომთმენი არიან, შეიძლება რამდენიმე ათეული წელიც კი ითმინონ. უბრალოდ, აგრძნობინეთ, რომ სიტუაციის გამოსწორება გსურთ. თუ ამას მოახერხებთ, თხის რქას სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებით.მერწყული: მეყვარები, სანამ სხვებისგან განსხვავებული ხარმერწყულს იზიდავს ის, რაც თქვენში უნიკალურია, თქვენი პიროვნების პატარ-პატარა თვისებები. თქვენ შეიძლება ამ თვისებებით არ ამაყობდეთ, მაგრამ მერწყულს სწორედ ეს იზიდავს. მისთვის თქვენ ის ხართ, ვინც სამყაროს უნიკალურს ხდის.არასდროს შელახოთ ეს მომენტი – რომ თქვენ უნიკალური ხართ. არ დაივიწყოთ თქვენი ნიჭის განვითარება, არ შეწყვიტოთ მერწყულის გაოცება პატარა საიდუმლოებებით – სწორედ ეს უყვარდება მას პირველ რიგში. არ შეიცვალოთ, დარჩით უნიკალური.თევზები: მეყვარები, სანამ არ მაიძულებ, ოცნება შევწყვიტოთევზებს მანამდე ეყვარებით, სანამ საკუთარი ოცნებების რწმენა გექნებათ. მათ სიზმრისეული სამყარო – ეს რეალური სამყაროა და ისინი ხშირად მოგზაურობენ იქ შთაგონების საძებნელად. თევზები ძალზე მგრძნობიარენი არიან, თუმცა, გარეგნულად შეიძლება ცივიც მოგეჩვენოთ. ხანდახან უყვართ განმარტოება და ელფებთან გასაუბრება. ეს ნორმალურია, თუ შეახსენებთ ხოლმე, რომ რეალურ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ ეს მკვეთრად და უხეშად არასდროს გააკეთოთ. მათ ჯადოსნურ გულს მეტი ფერი სჭირდება. პატივი ეცით ამას. თუ ასე მოიქცევით, მას ცხოვრების ბოლომდე ეყვარებით.

ტესტი

ქვიზი 1711706340

სწრაფი ტესტი პიროვნების ფარული მხარეების ამოსაცნობად

არაჩვეულებრივი მოკლე პიროვნების ტიპის ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ ჩახედოთ თქვენი პიროვნების სიღრმეებში, აღმოაჩინოთ ფარული თვისებები და გაიგოთ თქვენი თანდაყოლილი მიდრეკილებები. ამით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება, არამედ შეცვალოთ თქვენი საქმიანობის სფეროც.ზუსტი და სწრაფი ტესტი პიროვნების ტიპისთვის - როგორია თქვენი როლი საზოგადოებაშიბარათი N1თუ აირჩიე ბარათი N1, დიდი ალბათობით ლიდერი ხართ. თქვენ გაქვთ ბუნებრივი უნარი აიღოთ პასუხისმგებლობა, მიიღოთ გადაწყვეტილებები და წარმართოთ სხვები საერთო მიზნისკენ. თუმცა, ლიდერის როლი გამოწვევების გარეშე არ მოდის. მნიშვნელოვანია თქვენი ლიდერობის უნარების დაბალანსება თანაგრძნობითა და გაგებით.ბარათი N2ბარათი 2-ის არჩევა იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მეტად მიმდევარი ხართ. ეს სულაც არ არის უარყოფითი თვისება. მიმდევრები აუცილებელია ნებისმიერი წარმატებული გუნდისთვის ან ორგანიზაციისთვის. როგორც მიმდევარი, იქნებით კოოპერატიული, მხარდამჭერი და შესანიშნავი გუნდის მოთამაშე. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ პრობლემები თავდაჯერებულობასთან ან დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, ყველა მიმდევარს აქვს პოტენციალი გახდეს ლიდერი!ბარათი N3თუ აირჩიე ბარათი 3, დიდი ალბათობით დამოუკიდებელი მოაზროვნე ხარ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გირჩევნიათ საკუთარი გზის გაყალბება, ვიდრე ხალხის მიყოლა. ბუნებით შეიძლება იყო ინტროვერტი, რეფლექსიული და ფილოსოფიური. მეორეს მხრივ, ხანდახან შეიძლება იგრძნოთ მარტოობა ან გაუგებრობა. მიიღეთ თქვენი უნიკალური მსოფლმხედველობა და წაახალისეთ სხვები იგივე გააკეთონ.ასევე ნახეთ:როგორ უმკლავდებით სტრესს - საინტერესო შფოთვის ტესტიაირჩიეთ სასურველი სათვალე - ტესტი პიროვნების ხასიათის ამოსაცნობადშეარჩიეთ სასურველი პომადა და გაიგეთ რას ფიქრობენ თქვენზე - ფსიქოლოგიური ტესტი

ტესტი

ქვიზი 1711706172

ენდობით, თუ არა ადამიანებს - ზუსტი ტესტი

გონებრივი სურათის ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ხართ თუ არა მიდრეკილი, ენდოთ ადამიანებს, შეგიძლიათ თუ არა თქვენი საიდუმლოების გაზიარება ან, პირიქით, გირჩევნიათ ყველაფერი საკუთარ თავში შეინახოთ და არ შეგეშინდეთ ამ ცხოვრებაში გამოწვევების.ხალიჩა N1თუ აირჩევთ პირველ ხალიჩას, ეს აჩვენებს, რომ თქვენ ხართ თავდაჯერებული და უშიშარი. არ გეშინიათ გამოირჩეოდეთ და კარგად გაუმკლავდეთ კრიტიკას. ცხოვრებას მტკიცედ უყურებთ და სხვისი აზრის გავლენას არ განიცდით. თუმცა, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოთ ჯიუტი ან უგრძნობი. გახსოვდეთ, რომ კარგია, მოუსმინოთ სხვებს და გაითვალისწინოთ მათი გრძნობები.ხალიჩა N2თუ ხალიჩა ნომერი 2 მიგიზიდავთ, დიდი ალბათობით ხართ გულკეთილი და მგრძნობიარე. თქვენ აფასებთ ჰარმონიას და მშვიდობას ყველაფერზე მეტად. თქვენ აფასებთ სხვის გრძნობებს და ხშირად აყენებთ სხვებს საკუთარ თავზე მაღლა. ეს თვისება დიდ მეგობრად გხდით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საკუთარ საჭიროებებზეც იზრუნოთ. ხშირად იგრძნობთ თავს ემოციურად დაღლილად, თუ განაგრძობთ სხვების პრიორიტეტებად გადაქცევას.ხალიჩა N3მესამე ხალიჩის არჩევა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ხართ გაწონასწორებული, პრაგმატული და, სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება იყოთ მგრძნობიარე ადამიანიც. თქვენ ადაპტირებადი ხართ და მარტივად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. კარგი მსმენელი ხარ და შეგიძლია შიშის გარეშე თქვა შენი აზრი. თუმცა, ნუ დათრგუნავთ ემოციებს წონასწორობისა და პრაქტიკულობის სახელით.ასევე ნახეთ:როგორ უმკლავდებით სტრესს - საინტერესო შფოთვის ტესტიაირჩიეთ სასურველი სათვალე - ტესტი პიროვნების ხასიათის ამოსაცნობადშეარჩიეთ სასურველი პომადა და გაიგეთ რას ფიქრობენ თქვენზე - ფსიქოლოგიური ტესტი