„უწმინდესის სიყვარულისთვის“ - კვირას სამების ეზოში პატრიარქის მხარდასაჭერი შეკრება იგეგმება

11:41 11-01-2019
59

31 ოქტომბერს სინოდის შეკრებიდან გამოსული მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებამ - ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე - სრულიად ერი შოკში ჩააგდო. 

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“ - ჟურნალისტებს განუცხადა პეტრე ცაავამ. პატრიარქის მისამართით გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ის მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილია, მოქალაქეებს შორის გუშინ ღამით გააჩინა ინიციატივა, რომ უწმინდესის მხარდასაჭერად და მისდამი სიყვარულის გამოხატვის მიზნით, შეიკრიბონ. 

ამ შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანია.

„თუ საზოგადოება თვლის, რომ უნდა დავუდგეთ მხარში პატრიარქს და დავიცვათ ბნელი ძალების შემოსევისგან, მაშინ უნდა შევიკრიბოთ სამების ტაძრის ეზოში და რაიმე გზები დავსახოთ ქართული ეკლესიის გადასარჩენად! არავითარ შემთხვევაში არ გვსურს პოლიტიკოსთა (ნებისმიერი მხარისა და პარტიის წარმომადგენელთა) მხრიდან ამ პროცესის წარმართვა! რადგან ეს ხალხის საფიქრალი და გადასაწყვეტია, თუ როგორ უნდა დავამთავროთ სხვადასხვა ბოროტი ძალების ეს მიუღებელი ქმედებები! თუ საზოგადოება თვლის, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, მაშინ შევიკრიბოთ!

სულ ცოტა, პატრიარქს დავუდასტუროთ ჩვენი სიყვარული” - წერს გიორგობიანი „ფეისბუქზე“.

შეთანხმების თანახმად, კვირას, 3 ნოემბერს, წირვის დასრულების შემდეგ, 12 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკრიბებიან პატრიარქის მხარდასაჭერ აქციაზე - „უწმინდესის სიყვარულისთვის“... 

 

ავტორი: თამარ გონგაძე