კაცს, რომელიც იუთუბ ლაივის დროს 3200 მეტრიდან გადავარდა, ამ დრომდე ეძებენ (ვიდეო)

10:38 11-01-2019

კაცს, რომელიც იუთიუბ ლაივის დროს 3200 მეტრიდან გადავარდა, ამ დრომდე ეძებენ - ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეიდ პრესი“ ავრცელებს. ტოკიოს პოლიცია აცხადებს, რომ მთა ფუჯისთან ადამიანის გვამს მიაკვლიეს, თუმცა დგინდება არის თუ არა ეს ის მამაკაცი, რომელიც მთიდან გადავარდა.

პოლიციამ მამაკაცის ძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ ლაივის მაყურებლებმა დაურეკეს. 

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი მთის პიკზე ასვლას ჩქარობს და ამბობს, რომ ხელები ეყინება. ამ დროს მთასვლელს უეცრად ფეხი დაუცდა და მთიდან გადავარდა.

აღსანიშნავია, რომ მთასვლელებისთვის მთა ფუჯიზე სეზონი წინა თვეში დასრულდა.