ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ბუდუ

საზოგადოება 1711655852

ვინ დალია ყველაზე მეტი საბერძნეთის დამარცხების შემდეგ და რამდენ ჭიქაში თვრებიან ფეხბურთელები

ვრცელდება დინამოს ექიმის დავით ხარაბაძის პოზიტიური ვიდეო.ექიმი ვიდეოში ამბობს ვინ დალია ყველაზე მეტი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ და რამდენ ჭიქაში თვრებიან ფეხბურთელები.მისი თქმით, თამაშის შემდეგ ყველაზე მეტი ბუდი ზივზიმაძემ დალია.,,მაგათთვის ბევრია 3-4 ჭიქა“, - ამბობს დავით ხარაბაძე.

ენერგო პრო ჯორჯია

საზოგადოება 1711654530

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

 „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მარტს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, წეროვანი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.მათივე ცნობით, 12:10-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეეზღუდებათ.ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ლაშას ოჯახი

სპორტი 1711653905

EXCLUSIVE: გაიცანით ისტორიულ მატჩზე ზუსტად შესრულებული პენალტების ერთ-ერთი ავტორის, ლაშა დვალის უმშვენიერესი მეუღლე

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.საქართველოს ნაკრებმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.ანგარიშის ბედი, პენალტების სერიაში გადაწყდა და „პრაიმტაიმი“ სწორედ, ერთ-ერთი პენალტის ავტორის, ლაშა დვალის ოჯახზე, ექსკლუზიურად მოგიყვებათ. ჩვენთან საუბარში, ლაშას უმშვენიერესი მეუღლე, მაკა ბუაჩიძე, ემოციურად საუბრობს და სრულიად საქართველოს ულოცავს ისტორიულ გამარჯვებას. უპირველეს ყოვლისა, ძალიან ამაყობს მისი მეუღლით და ამბობს, რომ მას უდიდესი შრომა დაუფასდა. მაკა, პირველ რიგში, მოგვიყევით იმ ემოციების შესახებ, როდესაც ლაშამ გოლი გაიტანა, რა იგრძენით? სანამ პენალტების სერია დაინიშნებოდა, მთელი ეს 120 წუთი, რაც ითამაშეს, შეუდარებელი იყო. ლაშაც უშეცდომო იყო თავიდან ბოლომდე. პენალტების სერიაში იწყებენ შემტევები და არ ველოდებოდი ლაშას, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ გამოიჩენდა თავს და გავიდოდა. მაინც ძალიან მეშინოდა, რადგან შემტევი არ არის და მცველებს არ მოეთხოვებათ პენალტებზე ბევრი მუშაობა, რომ დავინახე გადიოდა, ეგრევე შევტრიალდი, თვალებზე ხელი ავიფარე და ვერ ვუყურე, არ შემეძლო. ხმები მესმოდა, გოლი გავიდა, გავიდა, ეს მესმოდა მეტი არაფერი. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ლაშას ოჯახი, სამეგობრო და თითოეული ადამიანი. ლაშა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. როგორი შეგრძნებაა ეს ყველაფერი.  ეს შეგრძნება, მართლა საოცრებაა. ძალიან გამიხარდა, რომ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, რადგან, საქართველოში ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ლაშას დაყენებას ნაკრებში. ახლა, ამ ორ თამაშზე, მიეცა შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, თავისი თავი ანახვა მთელს საქართველოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელმა საქართველომ დაინახა ლაშას შესაძლებლობები. ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან, მე ყველა მის თამაშს ვესწრები და უცხოეთში, ბევრჯერ გამხდარა საუკეთესო მოთამაშე, თუმცა საკუთარ ქვეყანაში როცა ეს ხდება,  საოცარი შეგრძნება გაქვს, მით უმეტეს, ასეთ ისტორიულ თამაშზე. ეს იყო რაღაც სასწაული.  ოჯახში როგორ აღნიშნეთ ისტორიული გამარჯვება.  ოჯახის წევრები, მამა, დედა, ძმა, ბებია, ბაბუა, ყველანი შოკირებულები იყვნენ. ვტიროდით სიხარულისგან და ყველას მაღალი წნევა გვქონდა. უდიდესი ემოციები იყო. პირველად ვნახე, ასეთი ბედნიერი საქართველო. ჩვენმა ბიჭებმა, შეუქმნეს ეს მთლიან ქვეყანას.  თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ? დავამთავრე იურიდიული, არასდროს მიმუშავია ამ განხრით, რადგან გავთხოვდი და ლაშასთან წავედი. ახლა დავიწყე ინტერიერის დიზაინის სწავლა და რაც შემიძლია, ონლაინ ყველაფერს ვაკეთებ. 90 პროცენტი ლაშაზე და ჩვენს შვილზე, მილიზე ვარ გადართული. შვილის აღზრდაში, ძალიან კარგი ადამიანი მეხმარება, რომელიც ორი წელია, ჩვენთან ცხოვრობს, ოჯახის წევრი და სასწაული ადამიანია.  მოგვიყევით, თქვენს სიყვარულზე, როგორ გაიცანით ერთმანეთი? ლაშა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამაცნო. მერე სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და ნელ-ნელა დავახლოვდით. თავიდან ვმეგობრობდით მიწერ-მოწერებით და მერე უფრო მარტივად დავახლოვდით.  ლაშას ადამიანურ თვისებებზეც მოგვიყევით.  ლაშა, უზომოდ, უზომოდ კეთილი და ჰუმანური ადამიანია. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი და კარგი მამაა. რაც კი დადებითი არსებობს ადამიანში, ყველაფერია ამ ერთად ადამიანში თავმოყრილი.  ბავშვის აღზრდაში როგორ არის ჩართული? ასეა თუ ისე, თავისი გრაფიკიდან გამომდინარე, რასაც ახერხებს ყველაფერს უკეთებს მილის. ვარჯიშიდან, რომ მოდის, მიჰყავს სასეირნოდ, ბანს, ტანვარჯიშზე დაჰყავს და ა.შ. სახელიც მან შეურჩია ბავშვს.  ძნელია ფეხბურთელის ცოლობა? როგორ უწყობთ მეუღლეს ხელს?  ამ ყველაფერს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა, მე ადაპტაცია არ მიჭირს და პირიქით, დადებითს ვუძებნი, მიყვარს ადამიანების გაცნობა, მათთან კომუნიკაცია. მე ლაშაზე ვარ დამოკიდებული და სადაც ის იქნება, იქ ვიქნები მეც. ყველანაირად ვუწყობ ხელს. თავად რას ამბობს გოლის ავტორი? უბედნიერესი იქნება, მისი ემოციებიც რომ გაგვიზიაროთ. ლაშამ ეგრევე გასახდელიდან დამირეკა და ისეთი სახე ჰქონდა, მხოლოდ მილი რომ გაჩნდა მაშინ ჰქონდა ეგ სახე. უბედნიერესი იყო, რომ ეს მოხდა თავის ქვეყანაში და ეროვნულ ნაკრებში. სიტყვებით კიდე ვერ გადმოვცემ ამ ყველაფერს. უკვე დაუბრუნდა კლუბს და იქაც ჩემპიონობისთვის იბრძვის. ევროპაზეც იმედი აქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თითოეული ფეხბურთელი თავის საქმის პროფესიონალია, მინდა მათ ჯანმრთელობა ვუსურვო, რადგან ჩვენ თავზე გვაქვს გამოცდილი, როგორ დახია ტრავმებმა უკან. სამი ოპერაცია გაიკეთა და ძალიან რთული იყო. ვუსურვებ თითოეულ ფეხბურთელს რომ ჯანმრთელად იყვნენ.   

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1711653300

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძინუ დაგავიწყდებათ, რომ ხანდახან სიფრთხილეც საჭიროა, განსაკუთრებით, ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობის დროს, რომელთა გავლენაც შესაძლოა, საშიშიც იყოს.კურონუ გადადებთ და მშვიდად დაასრულეთ აუცილებელი საქმეები. იმოქმედეთ მორალური პრინციპებით და უარი თქვით მავნე ჩვევებზე, გაერკვიეთ სიტუაციის არსში და ეძებეთ გზები მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.ტყუპებიშეეცადეთ, აღადგინოთ ძველი ურთიერთობები, თქვენ შეძლებთ ნებისმიერ პრობლემებთან გამკლავებას და შედეგიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.კირჩხიბიენერგიის მოზღვავების, გამოღვიძების პერიოდია, სადღაც ქრება დაბნეულობა და მელანქოლია, ჩნდება მოულოდნელი აზარტულობა და აგრესიულობა, ახალი იდეები და ემოციები, რომლებიც თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპთან მიგაახლოებთ.ლომინუ მისტირით წარსულს, არ არის საჭირო ნოსტალგია და სევდა, წარსულის აჩრდილების გამო. გაერთეთ მეგობრებთან ერთად. ახლა ეს გჭირდებათ.ქალწულინუ მოექცევით ილუზიების ტყვეობაში. მიიღეთ რჩევები, გათავისუფლდით წყენისა და უიმედობისგან, დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, მალე ყველაფერი დალაგება.სასწორირაღაც საიდუმლოს შესაძლოა, სწორედ დღეს აეხადოს ფარდა და შესაბამისად, შეცვლით თამაშის წესებსაც, ახლა ინიციატივა თქვენს ხელშია.მორიელიეცადეთ, იყოთ რეალისტი, ნუ მოინდომებთ იმაზე მეტს, ვიდრე ამის რესურსი გაქვთ. ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დასვენებაა.მშვილდოსანიშესაძლოა, დღეს მოგიწიოთ საკუთარი შეხედულებების, პოზიციების დამტკიცება. განაახლეთ გარდერობი, ემზადეთ მეგობრებთან საქმიანი შეხვედრებისთვის, ჭკვიანურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.თხის რქანუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, ფრთხილად შეაფასეთ მოვლენები, მოდუნდით და ემზადეთ სამომავლო ნახტომისთვის.მერწყულიშეიტანეთ სიახლეები თქვენს ქმედებებში, საჭიროა ახალი ხედვა ახალი სტრატეგია, ცოტა მოთმინება და ყველაფერი დალაგება.თევზებიმოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი, როგორც გონებიდან, ასევე თქვენი სივრციდან. გაიხსენეთ წარსულიდან სასიამოვნო მომენტები, გაიხალისეთ ცხოვრება.

ვალუტა

ფინანსები 1711652456

ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ლარი დოლართან 0.39%-ით გამყარდა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9112 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9337 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0225 ლარი შეადგინა.დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7084 ლარი ღირდა, ევრო – 2.9337 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4215 ლარი.