სინოდის სხდომის შემდეგ პატრიარქი ექიმება მოინახულეს

00:50 11-01-2019
1175

სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ, საზოგადოების ნაწილი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

სრულიად საქართველო წმინდა სინოდის სხდომას ელოდა, რომელიც საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკიმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები,ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ. 

„პრაიმტაიმი“ ამ მძიმე დღის შემდეგ უწმინდესის პირად ექიმს, ცისანა შარტავას უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად დაუკავშირდა.

როგორც მან განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, მან და  შალვა პეტრიაშვილმა  ილია მეორე მოინახულეს.

„წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, პატრიარქი მოვინახულე, საბედნიეროდ ამ მძიმე დღის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ის კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმაც მოინახულა და ყველაფერი კარგადაა. მას არაფერი დასჭირვებია,- ამბობს ცისანა შარტავა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური