ზუგდიდში ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ახლგაზრდა გარდაიცვალა

23:52 10-31-2019
294

დღეს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მამაკაცს თავის ტვინის დიფუზური ტრამვა აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებაა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა ზუგდიდი-ჯვარი – მესტიის ჩხორიის მონაკვეთზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯვარის მხრიდან მომავალი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს და შემდეგ ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ორი მათგნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ავტორი: თეა შონია