ფარული ჩანაწრების უღირსი ომი გრძელდება - მამუკა ხაზარაძე

22:58 10-31-2019
103

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები რამდენიმე დღის წინ საქართველოში მასშტაბურ კიბერშეტევას დაუკავშირა.

როგორც ხაზარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, საეჭვოდ დაემთხვა გუშინ და გუშინ წინ კიბერშეტევა და დღევანდელი გზავნილები ტელევიზიებში.

„საეჭვოდ დაემთხვა გუშინ და გუშინ წინ კიბერშეტევა და დღევანდელი გზავნილები ტელევიზიებში, რომ თურმე სერვერებში რამე არსებობს... გასაგებია, რომ ფარული ჩანაწრების უღირსი ომი გრძელდება. მე ყველაფერს ვუკავშირებ ერთმანეთს, არ მინდა რადიკალურად გამომივიდეს, მაგრამ იმდენი რამე ემთხვევა ერთმანეთს... შემთხვევით ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება... მე ვფიქრობ, ის, რა პროცესიც მიმდინარეობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეკლესიაზე, რომელსაც აქვს მაღალი ნდობის ხარისხი, მიზანმიმართულ ზეწოლაზე მეტყველებდა და დღეს კულმინაციას მიაღწია“,- თქვა ხაზარაძემ.

დღეს TV პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული მუქარის შემცველი წერილი გამოაქვეყნა.

წერილში წერია, სადაც წერია, იმ შემთხვევაში თუ ტელევიზია 500 000 ბიტკოინს სამ დღეში არ გადაურიცხავს, იმ ინფორმაციას გაასაჯაროებენ, რასაც ისინი უფრთხილდებიან.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განაცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.