კობახიძე მეუფე პეტრეს - განცხადება თავის თავზე მეტყველებს, კომენტარს ვერ გავაკეთებ

19:39 10-31-2019
21

„ქართული ოცნების“ აღმასრულებული მდივანი, ირაკლი კობახიძე მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაინება.

კობახიძის განცხადებით, პატრიარქი არის ბრძენი და ის ყოველთვის იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებებს. 

„პატრიარქი არის ბრძენი და ის ყოველთვის იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებებს. სინოდს ჰქონდა საშუალება სიღრმისეულად ემსჯელა პრობლემებზე, რომლებიც იდგა ეკლესიის წინაშე, მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სინოდმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც მოემსახურება ეკლესიაში პროცესების სწორად წარმართვას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა.