როდესაც გხსნიან, არ უნდა გახდე დასაბმელი - წულუკიანი მეუფე პეტრეზე

19:33 10-31-2019
164

ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია, ეს ასეა ტრადიციულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც საერო ხელისუფლება შევეგუებით, რომ ეკლესიის ხელმძღვანელი იყოს შეურაცხჰყოფის და დამცირების საგანი,- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

„ეკლესიაში სიმშვიდე არის სახელმწიფოებრივად და ეროვნული უშიშროების ჭრილშიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომაც ამგვარი ტიპის თავდასხმებს პატრიარქზე საერო ხელისუფლება არ შეეგუება. ის რაც უკვე დღეს აწ უკვე ბატონმა პეტრემ იკადრა ამას ვგმობთ ცალსახად. მე თავს ვიკავებ რაიმე არ წამომცდეს რაც ამ სტატუსის შეუფერებელი იქნებოდა, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანს გხსნიან ( ჩვენს საერო ენაზე ამას ასე ჰქვია), მაშინ არ უნდა გახდე დასაბმელი. თუკი რაიმე კრიტიკა გაქვს შიგნით უნდა თქვა. და მხოლოდ მაშინ არ უნდა თქვა, როცა თანამდებობას საფრთხე ემუქრება არ უნდა ჩავარდე ისტერიკაში,“- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

სინოდის სხდომის დეტალები ნახეთ ამ ბმულზე: 

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე  ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.