ეს მუქარა მივიღეთ „ტვ პირველში“- ვატო წერეთელი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

18:59 10-31-2019
313

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ მუქარის შემცველ წერილს აქვეყნებს.

წერილში წერია, სადაც წერია, იმ შემთხვევაში თუ ტელევიზია 500 000 ბიტკოინს სამ დღეში არ გადაურიცხავს, იმ ინფორმაციას გაასაჯაროებენ, რასაც ისინი უფრთხილდებიან.

„რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში !!! ჩვენს სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა. სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს.

კიბერშეტევის შემდეგ ეს სერვერი დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. არ ვიცით, რა გეგმა დგას დღეს ჩვენთან გამოგზავნილი წერილის უკან. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მიმართონ შესაბამის ღონისძიებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენი სერვერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემების ეთერში გასვლას“, -წერს წერეთელი.