ნანახი მყავს მამათმავლობის ცოდვის გამო განკვეთილი ადამიანი - მამა ალექსანდრე გალდავა

18:51 10-31-2019
61

„არ არსებობს ინსტიტუცია სადაც ადამიანური ცოდვები არ იყოს, მაგრამ გამოვლინებაზეა“ საუბარი - ამის შესახებ მამა ალექსანდრე გალდავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამაზე ჟურნალისტებთან ღიად საუბარი და კონკრეტული პირების დასახელება არ შეიძლება.

„შენდობის ნატამალიც რომ ყოფილიყო მეუფე პეტრეს შემთხვევაში რა თქმა უნდა სინოდი ესეთი მკაცრი არ იქნებოდა, თუმცა ის პრობლემები, რაზეც მეუფე პეტრე ილაშქრებდა ეკლესიაში შიგნითვე ხდებოდა, მე მაგალითად მოწმე ვარ, რომ რამოდენიმე სასულიერო პირს რომელსაც ღვდელმოქმედება  სწორედ გარკვეული ცოდვების გამო შეუჩერდა ამას არავინ არ გაურბოდა, ეუბნებოდნენ მოიტანე დამამტკიცებელი საბუთი. მე მაგალითად ნანახი მყავს ამ ცოდვის გამო განკვეთილი ადამიანი, უბრალოდ არ შეიძლება ამის დასახელება. არ არსებობს ინსტიტუცია სადაც ადამიანური ცოდვები არ იყოს, მაგრამ გამოვლინებაზეა საუბარი. მაგრამ ამას ჟურნალისტებთან კი არ უნდა ამბობდე უნდა მოიტანო მასალა კომისიაში. უბრალოდ არ შეიძლება თქვა ვისზეა საუბარი“, - განცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ.