ჩვენ მოვუწყობთ მიწიერ ჯოჯოხეთს - „ქართული მარში“ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე

18:03 10-31-2019
113

„სასწარაფოდ უნდა გაიწმინდოს ეკლესია და ეკლესიის მმართველობაში მოვიდნენ შავი ბერები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი“,- ამის შესახებ ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს.

მისი თქმით,  ვინც პატრიარქს ებრძვის, ყველა ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება.

„ქართული მარშის სახელით მსურს განვაცხადო, რომ ყველა ის ძალა, რომელიც ებრძვის პატრიარქს - ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება, მანამდე კი ჩვენ მოვუწყობთ მიწიერ ჯოჯოხეთს !!! სრული მხარდაჭერა პატრიარქს !!! ამავე დროს მოსაშლელია ის მაფიოზური კლანები, რომლებიც შიგნიდან ანგრევენ ეკლესიას(შორენას კლანი,ჯაღმაიძის კლანი და ა.შ.) დისკრედიტირებული სასულიერო პირები უნდა მოცილდნენ ეკლესიას, მათ ადგილას უნდა მოვიდნენ შავი ბერები, რომლებიც ცხოვრობენ მონასტრებში, არ ერევიან პოლიტიკაში და თავისი სალოსური-წმინდა ცხოვრებით მაგალითნი არიან თითოეული ქართველისთვის !!! დიახ - სასწარაფოდ უნდა გაიწმინდოს ეკლესია და ეკლესიის მმართველობაში მოვიდნენ შავი ბერები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი“,- ამბობს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე  ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.