„ძალიან მიყვარს მეუფე პეტრე და პატრიარქიც!..“ - პეტრე კოლხს ამ კომენტარის გამო „ფეისბუქზე“ თავს ესხმიან

17:42 10-31-2019
2050

დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში თავისი პოსტის ქვეშ „პეტრე, გიყუარ მეა?!“-  კომენტარებში წერს: „ძალიან მიყვარს მეუფე პეტრე და პატრიარქიც!..“ ამ კომენტარის გამო მამა პეტრე კოლხს კომენტარებში კითხვები დააყარეს.

„მამა პეტრე, თქვენი პოზიცია რატოა ბუნდოვანი? კომენტარებში ვკითხულობ, წერთ - ორივე მიყვარსო. ამ შემთხვევაში რა პოზიცია გავქთ? მე როგორც რიგითს და თქვენი შემოქმედების პატივისმცემელს მაინტერესებს თქვენი აზრი - სად დგას მამა პეტრე?”

“არც მწვადს წვავ, კოლხო, არც შამფურს. მიყვარხარ და ვწუხვარ, ასე რო იქცევი. ჭყონდიდელი სიმართლის გამო დასაჯეს, ხალხის და ღმერთის სიყვარულის გამო.“

„იმის მერე, რაც მოხდა, როგორ შეიძლება ორივე გიყვარდეთ? დამაბნიე.“

„მეგრული სოლიდარობაა აშკარად.“

„არ შეიძლება ორ მეფეს ემსახურებოდე, აბსურდია.“

დღეს, 31 ოქტომბერს,  სინოდის სხდომაზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე პეტრე ცაავა მღვდელმსახურებიდან გადააყენა.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე