მოზრადის გაუპატიურებაში იმ პოლიციელს ადანაშაულებენ, რომელსაც გოგომ დახმარებისთვის მიმართა (კოსოვო)

17:26 10-31-2019

კოსოვოში პროკურატურებმა მოზარდის შესაძლო გაუპატიურების ბრალი წაუყენეს 6 ადამიანს. მათ შორის არიან მასწავლებელი და პოლიციის ის ოფიცერი, რომელსაც ძალადობის მსხვერპლმა გოგონამ დასახმარებლად მიმართა.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, 16 წლის გოგონაზე 2017 წლიდან სექსუალურად ძალადობდნენ.

გაუპატიურების პიველი ფაქტი 2017 წელს, კოსოვოს დედაქალაქიდან დასავლეთით მდებარე ქალაქში, მასწავლებლის მხრიდან მოხდა. გოგონამ პოლიციას მიმართა. ოფიცერმა, რომელიც გოგონას საქმეს იძიებდა, მოზარდზე თავადაც რამდენჯერმე იძალადა. შედეგად, მოზარდი დაფეხმძიმდა და მას არალეგალური აბორტი იძულების გზით გაუკეთეს. გინეკოლოგი, რომელმაც პროცედურა ჩაატარა, ასევე ბრალდებულია.

გოგონას გაუპატიურების შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო ვებ-გვერდიდან შეიტყო და საქმე აღიძრა. 6 ეჭვმიტანილს ბრალი გუშინ წაუყენეს. ბრალდებები მოიცავს: არასწრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ორსულობის იძულებით უკანონოდ შეწყვეტას. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

16 წლის გოგონას თავს მომხდარ შემთხვევას კოსოვოს პრეზიდენტმა „ტრაგიკული“ უწოდა.

გოგონას მხარდასაჭერად #metoo კამპანიის ფარგლებში კოსოვოში დემონსტრაციები გაიმართა.

ავტორი: მარიამ გიგანი