„მაწყევარი მამაო სტუდიაში რომ იჯდა, ტელევიზია არც დამეკონტაქტა“ - ანიტა რაჭველიშვილი ნანუკას შოუზე

16:58 10-31-2019

30 ოქტომბერს ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემაში სტუმრად ჰყავდა არქიმანდრიტი ბართლომე, რომელიც განმარტავდა, თუ რატომ თქვა ანიტა რაჭველიშვილზე ფრაზა, ყელის კიბო უშველისო. ახლახან ოპერის მომღერალი "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ირკვევა, რომ მას ჟორჟოლიანი არ დაკონტაქტებია და პოზიციის დაფიქსირება არ შეუთავაზებია მისთვის. 

 ანიტა რაჭველიშვილი: - გუშინ ის მაწყევარი მამაო სტუდიაში რომ იჯდა და კვლავ ჩემზე საუბრობდა, ამაზე მე არაფერი ვიცოდი და ტელევიზია არც დამეკონტაქტა და არაფერი არ უკითხავს ჩემთვის.

არა, რატომ ვწერ ამას?!

უბრალოდ, იმტკიცებიან ქალბატონ ანიტას დავეკონტაქტეთ და ამ აბსოლუტურ მარაზმზე, რომელიც მხოლოდ ჩვენს რეიტინგს სჭირდება, დაგვეთანხმაო!

ხალხო, ისე დაბნელდა საქართველოში, რომ უკვე მოქმედების დროა! წაგვიღო წყვდიადმა!

გამოვფხიზლდეთ!

მე მზად ვარ ბრძოლისთვის!

 

ავტორი: თამარ გონგაძე