1710853478
1710849000
TMZ და THE SUN ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენტაბლოიდები The Sun და TMZ ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ. ყვითელი გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სავარაუდოდ ჩანან უელსის პრინცესა და დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი.The Sun-ისა და TMZ-ის მტკიცებით, საჯარო ვიდეო მიდლტონს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სკანდალის შემდეგ პირველად გადაუღეს. 11 მარტს ქეით მიდლტონმა იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში ფოტოს ავთენტიკურობაში რამდენიმე გამოცემამ შეიტანა ეჭვი.მოგვიანებით მიდლტონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა.„როგორც სხვა ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი მეც ხანდახან ვატარებ ექსპერიმენტებს ფოტოების დამუშავებაზე. მსურს ბოდიში მოვიხადო ყველა გაუგებრობისთვის, რაც გუშინ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია" - წერს უელსის პრინცესა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს და ის პოსტოპერაციულ პერიოდს სახლში, ადელაიდას კოტეჯში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გადის. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.მარტის დასაწყისში, ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული.
1709008839
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
სპორტი • 1710854100
„ის ჩემთვის მასწავლებელია” - ვინ დაასახელა 3 საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს შორის კვარაცხელიამ
ხვიჩა კვარაცხელია გადაცემას “ნოესთან” სტუმრობდა, სადაც წამყვანის დასმულ კითხვაზე თუ ვინ არის 3 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, კვარამ ასე უპასუხა.“იმ ლეგენდარული ფეხბურთელების თამაში არ მაქვს ნანახი, ამიტომ შევეცდები, არ დავასახელო. პირველ რიგში, კახა კალაძე, ჩემთვის მასწავლებელია, შრომისგან ისეთ რაღაცას მიაღწია, თან ისეთ დროს, რომ ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რა თქმა უნდა, გიორგი ქინქლაძეც. ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ ისეთი ტალანტი ჰქონდა, როგორიც მესის აქვს. შეეძლო ძალიან ბევრისთვის მიეღწია და მესამეს დასახელება რთულია”.
პოლიტიკა • 1710854071
გვარამია პრემიერად - ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარტია „ახალის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკა გვარამია დასახელდეს.როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია იმას ნიშნავს, რომ მელია და გვარამია ერთმანეთს დაჭამენ.„გვარამია პრემიერად - ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით. გვარამიას პრემიერობის დროს შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, დანარჩენი გამორიცხულია. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ ისინი. საერთოდ არ ვარ ამ შემთხვევაში ირონიული. რას ნიშნავს გვარამიას რომ ამის ამბიცია აქვს? ეს იმას ნიშნავს, რომ მელია, გვარამია და სხვები დაჭამენ ერთმანეთს, მეტს არაფერს, მეტი შედეგი ამას ვერ ექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
faceამბები • 1710854040
„არ ვემხრობი 15 პროდუქტის ერთდროულად წასმას...“ - რას წერს ანუკი არეშიძე
დიზაინერმა, ანუკი საკუთარ გვერდზე პოპულარული დერმატოლოგის, ინფლუენსერ ლინდსი ზუბრიცკის ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც ამბობს, რომ სახის კანის მოვლისას არ არის საჭირო ბევრი პროდუქტის ერთდროულად გამოყენება.ვიდეოს ანუკი არეშიძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ თავად ბევრი პროდუქტის ერთად მოხმარებას არ ემხრობა:"და ამდენ პროდუქტს რა ხარისხით იწოვს კანი? ან საერთოდ ახერხებს კი შეწოვას? არ ვემხრობი 15 პროდუქტის ერთდროულად წასმას" - წერს ანუკი. View this post on Instagram A post shared by Lindsey Zubritsky, MD, FAAD (@dermguru)
მსოფლიო • 1710853936
გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება, რომელიც 500 მილიონი ევროს ღირებულების იქნება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რამშტაინის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.პისტორიუსის თქმით, საუბარია საბრძოლო მასალის დამატებით მიწოდებაზე, რაც გულისხმობს 10 ათას საარტილერიო ჭურვს. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 100 ჯავშანმანქანა და 100 სატრანსპორტო მანქანა.შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ ამერიკა არ დაუშვებს ომში უკრაინის დამარცხებას.
მსოფლიო • 1710853873
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90 პროცენტი, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენონ. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.ბორელის თქმით, დარჩენილ 10 პროცენტს ევროკავშირის ბიუჯეტში გადარიცხავენ, რომელიც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, ამის შესახებ წევრ ქვეყნებს ხვალ აცნობებს.„კონკრეტული შეთავაზება ხვალ იქნება წარდგენილი. ამაზე წევრი ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.