პატრიარქი, სავარაუდოდ, გიორგობის დღესასწაულზე გადადგება - თეოლოგი

16:42 10-31-2019

„ბრალდებები, რაც პატრიარქის მიმართულებით გაჟღერდა იმდენად მძიმეა, რომ ეს შეიძლება მისი გადადგომის საფუძველი გახდეს“,- ამის შესახებ თეოლოგმა ზვიად ცაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს.

„დედამიწის ზურგზე რომც არ მოიპოვებოდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც მეუფე პეტრეს ნათქვამის დამტკიცება შეუძლია, მაინც რთულია პატრიარქისთვის . ის ყოველთვის ცდილობდა, რომ მის ავტორიტეტს არაფერი შეხებოდა და მთელი ამ მიმართული ისრების გადასაფარად შორენა თეთრუაშვილი ჰყავდა. მისთვის იმდენად მძიმეა მსგავსი ბრალდება, ამისი გაჟღერებაც კი მისთვის გახდება გადადგომის საფუძველი. ეს შეიძლება მოხდეს დღეს ან ხვალ, უახლოეს პერიოდში.

სავარაუდოდ, ეს შეიძლება მოხდეს 23 ნოემბერს, გიორგობას. გადაწყვეტილება კი შესაძლოა მის მოსაყდრე შიოს აწყობდეს“,- აღნიშნა თეოლოგმა.