იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა დარბაზიდან - მეუფე ნიკოლოზი

15:51 10-31-2019
82

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მეუფე ნიკოლოზი, მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებებს „უხამსი“ უწოდა.

„მეუფე პეტრემ არ დაგვიტოვა საშუალება, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიგვეღო. ისე უხამსად მოიქცა სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა დარბაზიდან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სინოდის სხდომის დასკვნაში იქნება მოცემული. რაც შეეხება ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობას, ამ პოზიციაზე წალკელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე  ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.