ცნობილია, ვინ შეცვლის მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიაში

15:49 10-31-2019
270

ცნობილი ხდება, ვინ შეცვლის მეუფე პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრის თანამდებობაზე.

ამ პოზიციაზე წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია განმწესდა. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ წალკის ეპარქიაში დაუდასტურეს.

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი ჯერ კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს, შმდეგ კი ეპარქიას ესტუმრება. 

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მღვდელმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.