სინოდმა ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად იოანე გამრეკელი აირჩია

15:23 10-31-2019
275

სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიას რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს.

სხდომაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

იოანე გამრეკელი, მეუფე კალისტარტეს გარდაცვალების შემდეგ, ბოლო სამი თვეა ქუთაისის ეპარქიაში დროებითი მმართველის მოვალეობას ასრულებდა.

ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან რუსთავის მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა.

2011 წლის 28 აგვისტოს, კი მიტროპოლიტის წოდებით დაჯილდოვდა.