სადაც მღელმთავრები პედოფილიაში იყვნენ მხილებულები, იქ არაფერია გამორიცხული - მამა ანდრია სარია

15:14 10-31-2019
126

„სადაც მღელმთავრები პედოფილიაში იყვნენ მხილებულები, იქ არაფერია გამორიცხული“,- ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„იქ, სადაც მეუფე იაკობი არის ეპისკოპოსი და ის მღელმთავრები, რომლებიც პედოფილიაშიც იყვნენ მხილებულები, იქ არაფერია გამორიცხული. პედოფილიის საკითხები უნდა განხილულიყო. ალბათ, ნელ-ნელა ამაზეც იქნება რეაქცია. ფაქტები, რომ მქონოდა ამაზე ღია რეაქცია მექნებოდა. ეს არის ცნობის დონეზე და ამაზე სინოდის სხდომაზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა“,- განაცხადა ანდრია სარიამ.

სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე  ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.