წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით - მამალაძის ადვოკატი

15:10 10-31-2019
38

წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ოფიციალური განცხადება! წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით! დარჩნენ ისინი, ვისთვისაც აღნიშნული ცოდვა და დანაშაული ორგანულია, რაც საპატრიარქოში არსებობს და რასაც მეუფე პეტრე შეეწირა!“, - წერს გიორგი ფანცულაია.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის მეორე ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, ის „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა დაგვიანებული.

სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე  ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.