კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრძენი პატრიარქი გვყავს - მამუკა გიორგაძე

15:06 10-31-2019
1252

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე პატრიარქის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ პატრიარქი ისე იქცევა, შექმნილ სიტუაციაში, როგორც უნდა მოქცეულიყო. ის ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

„სინოდმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სწორად ჩათვალა. ჩემი აზრით, შექმნილ სიტუაციაში ეს შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ობიექტური და აუცილებელი გადასაწყვეტი საკითხი იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრძენი პატრიარქი გვყავს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოვლენებს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს, აქვს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. ანალიზისა და შეფასების უნარი ყოველთვის ჰქონდა და ბრძნულად გადაწყვიტა ყველაფერი. 

მეუფე პეტრეს მღვდელმსახურება შეუჩერდა, მას შესაძლებლობა მისცეს, რომ სინანული გამოეხატა თავისი არასწორი აქტივობების გამო, რაც მან არ გააკეთა და მეტიც, გამოსვლისას მისი გონება კონტროლს გარეთ გავიდა და ისეთი რამ იკადრა, ძალიან რთულია ის სასულიერო პირად მოიხსენიო“ - ამბობს მამუკა გიორგაძე.

დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე პეტ­რე მღვდელმთავ­რო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს. ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე პეტ­რემ სი­ნო­დის სხდო­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს თავად გა­ნუ­ცხა­და.