მეუფე პეტრემ პირდაპირ დაასახელა პატრიარქი მამათმთავლების ლობად - მამა ანდრია სარია

15:03 10-31-2019
168

„მეუფე პეტრემ პირდაპირ დაასახელა პატრიარქი მამათმთავლების ლობად“,- ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„მეუფე პეტრე პირველ რიგში მოითხოვდა სინოდის შიგნით განხილულიყო მამათმავლობის ცოდვა და ყველა ჩართულ პირებს პასუხი გასცემოდა.

ვინც ამბობს და ჩადის სიბინძურეს, ისინი არიან წახალისებულები და ვინც ამხელს მას, მოკვეთილები არიან. მეუფე პეტრემ პირდაპირ დაასახელა პატრიარქი მამათმთავლების ლობად. ჩვენ სურვილი გვქონდა, რომე ეს თემა განხილული ყოფილიყო, თუმცა არ განუხილიათ.

როცა ეკლესიის მთავარი შინაგანი ორგანო ზიანდება, ეკელსიისთვის ნომერ პირველი პრობლემა ქონებრივ  საკითხებზე მნიშვნელოვანი ზნეობრივი საკითხებია.

ეს ადამიანი საეკლესიო პირებზე გვეუბნება, რომ არიან უზნეოები და სანამ ამ უზნეობებს პასუხი არ გაეცემა ფინანსური მაქინაციებიც არ მოგვარდება“,- განაცხადა ანდრია სარიამ.

მისი თქმით, სწორედ ახლა გამოჩნდება სინოდის წევრების პოზიციები.

„ახლა გამოჩნდება სინოდის წევრების პრინციპული პოზიცია. მათ ჯერ არ უმსჯელიათ იმ საკითხებზე, რაც დაგროვილი ჰქონდათ.  ეკლესია გაიწმინდება და ბევრად უფრო ახალი ფუნდამენტი ჩაეყრება. ამ წინააღმდეგობასაც არ გვეშინია“,- აღნიშნა ანდრია სალიამ.

ცნობისთვის, დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა