ავარია ზუგდიდში - სამი დასავებულიდან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა (ფოტოები)

14:35 10-31-2019
23

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.width=960

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.width=960

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სამედიცინო ბრიგადები. სამართალდამცავები ადგილზე ჯერ არ იმყოფებიან.

 

ავტორი: თეა შონია