სინოდმა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიიღო

14:20 10-31-2019
62

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან.

მისივე თქმით, სინოდმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.

„დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გაითვალისწინა წმინდა სინოდმა და გადაწყვიტა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.