ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს

ჯანდაცვა 1713961782

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე.დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46,275,000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით 2024 წელს გათვალისწინებულია პირველი ტრანშის - 23,137,500 ევროს ჩამორიცხვა, ხოლო მეორე ტრანშის მიღება იგეგმება 2025 წელს. პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება, მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება მომსახურების ყველა დონეზე, ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის,  მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულება.

კობა ფარტენაძე

საზოგადოება 1713961620

ჰაერის ტემპერატურა სეზონურ ნორმებს აღემატება - კობა ფარტენაძის უახლოესი დღეების მეტეროლოგიური პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, საზოგადოებას ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს!„ტემპერატურის მატება გაგრძელდება! ზოგადი მდგომარეობა - მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით; ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და ხვალ მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს; ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება.როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად დასავლეთ საქართველოს ეხება!მოსალოდნელი ყველაზე მაღალი ტემპერატურა (C);ბათუმი, ქობულეთი: +34 +36ოზურგეთი ჩოხატაური, ლანჩხუთი : +34 +36სოხუმი, ფოთი, ანაკლია: +33 +35ქუთაისი: +34 +36ზუგდიდი: +35 +37თბილისი: +31 +33თელავი: +28 +30ასევე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - მთიან და მაღალმთიან ზონაში.გაითვალისწინეთ - მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ფრთხილად უნდა იყოთ ღია სივრცეში მზეზე ყოფნისას 12-დან 16 საათამდე, რაც დღის ყველაზე ცხელი საათია.ასევე გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში, აპრილის ბოლოს არ არის უჩვეულო და მსგავსი სიტუაციის შექმნა არც ისე იშვიათია.მაგალითისთვის; 1957 წლის - 16 აპრილს ბათუმში +38.7 გრადუსი იყო, 1998 წლის 12 აპრილს +36.3, 1970 წელს +36,4/ გისურვებთ დიდებულ და ხალისიან დღეებს“,- წერს კობა ფარტენაძე. 

„როსნეფტის“ 2 ბაზა

ომი უკრაინაში 1713960433

უკრაინულმა დრონებმა „როსნეფტის“ 2 ბაზა გაანადგურეს, სადაც 26 ათასი ტონა ნავთობი ინახებოდა

უკრაინულმა დრონებმა ღამით რუსეთის სმოლენსკის ოლქში საწვავ-საპოხი მასალების ორი ბაზა გაანადგურეს, სადაც 26 ტონა საწვავი ინახებოდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.„შეტევის შემდეგ ბაზებზე ხანძარი გაჩნდა და იქიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა“, - აცნობეს „უნიანს“ უკრაინის უშიშროების სამსახურში.დრონებით შეტევები ვორონეჟის და ლიპეცკის ოლქებზეც იყო მიტანილი. ვორონეჟში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაიწვა.როგორც უკრაინელმა ექსპერტმა ოლეგ ბელოკოლოსმა განაცხადა, უკრაინის ძალების შეტევებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე შეიძლება რუსეთის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტი გამოიწვიოს. რუსეთი ამ ქარხნების აღდგენას ვერ შეძლებს, რადგანაც იქ ბევრი უცხოური წარმოების ნაწილია, რაც რუსეთს სანქციების გამო აღარ მიეწოდება. კონტრაბანდული გზით ასეთი დანადგარების ჩატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა 1713960357

გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის უმასპინძლა.  სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხი, სასკოლო სივრცეში მშვიდობის განათლების ინტეგრირების პერსპექტივები და განათლების სხვადასხვა საფეხურზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს. გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა საბინე მახლის არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროსა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით განხორციელდა. თავის მხრივ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.  შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს. სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდა.

გლოვა

საზოგადოება 1713960315

თბილისის 139-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის 139-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:“სსიპ ქალაქ თბილისის 139-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ყველასთვის ძვირფასი და საყვარელი ქალბატონი ლალი დეკანოზიშვილი, რომელიც ამ სკოლის დაარსების დღიდან 57 წელი ერთგულად ემსახურებოდა საყვარელ საქმეს.მთელი კოლექტივის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს…ქედს ვიხრით და მადლობას ვუხდით ქალბატონ ლალის იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც მიუძღვის ჩვენი სკოლის წინაშე.მშვიდობით, ნათელი თქვენს სულს”