მეუფე პეტრე მარტო დატოვეს - რა მოხდა სინოდის სხდომაზე

14:15 10-31-2019
19

თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა „პრაიმტაიმთან“ სინოდის სხდომის მიმდინარეობის დროს, განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„დღევანდელ სხდომას ვერ ესწრება მეუფე გრიგოლი, რაც დიდი დანაკლისია. სინოდის სხდომა დაამთხვიეს იმ დროს, როცა მეუფე გრიგოლს პროტოკოლით გაწერილი ჰქონდა დღევანდელი დღე და ის ვერ გაუწევს ოპონირებას.

ფაქტობრივად, მეუფე პეტრე მარტო დატოვეს და მას მოუწევს სისტემური წნეხის ატანა, რასაც საქართველოს საპატრიარქო ახდენს, - განაცხადა თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა.

რამდენიმე წუთის მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

მისი თქმით, ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა.როგრც მან განმარტა, მიზეზი ეკლესიაში „მამათმავლობის მხილება“ გახდა.