როდესაც თანამდებობის პირები მეუფე იაკობის განცხადებებს ბოდვას უწოდებენ, ეს ნიშნავს,რომ მათ სამიზნედ ეკლესია და მისი მსახურები ჰყავთ - მამუკა ხაზარაძე

14:14 10-31-2019

როდესაც თანამდებობის პირები მეუფე იაკობის განცხადებებს ბოდვას უწოდებენ აქ მთავრდება მათი აბსოლუტური მოქალაქეობრივი ზნეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სამიზნედ ეკლესია და მისი მსახურები ჰყავთ ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისევე, როგორც წინა ხელისუფლების დროს ჩვენს ეკლესიაზე, საპატრიარქოზე სხვადასხვა დონის შეტევები მიდიოდა. სხვა სასულიერო პირებისგანაც მოვისმინეთ იგივე. ეს არის ინსტიტუციაზე პირდაპირი დარტყმა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი. დღესდღეობით ვერ დაგვისახელებთ ისეთ ინსტიტუციას, რომლის დისკრედიტაციაც მისი მხრიდან არ მომხდარა.

ეს არის სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ მიმართული აქცია. სრული პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, ჩვენ ვართ ეკლესია. საპატრიარქო არ არის ეკლესია. ეკლესია არის სასულიერო დასი და მრევლის ერთობა.  შესაბამისად, ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამ ეკლესიის წევრები ვართ გვაქვს სრული უფლება ვიცოდეთ სიმართლე. და როცა ესეთი განცხადება კეთდება ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სამართალდამცავ სიტუაციაში სასწარაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. ქვეყანაში უნდა დასრულდეს სპეკულაციები.

როდესაც თანამდებობის პირები მეუფე იაკობის განცხადებებს ბოდვას უწოდებენ აქ მთავრდება მათი აბსოლუტური მოქალაქეობრივი ზნეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სამიზნედ ეკლესია და მისი მსახურები ჰყავთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.