როგორ შეხვდნენ პატრიარქს მღვდელმთავრები - პირველი კადრები სინოდის სხდომიდან

13:56 10-31-2019
7

ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს საპატრიარქო პირველ კადრებს ავრცელებს სინოდის სხდომიდან.

როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

სინოდის სხდომას ესწრება ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, რომელმაც საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა, „მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე.