ცხარე სოუსის ბოთლებში ნაპოვნი 400კგ მეტამფეტამინი - ავსტრალიაში მასშტაბური რეიდის შედეგად 4 ადამიანი დააკავეს

13:29 10-31-2019
81

ავსტრალიის პოლიციამ მასშტაბური რეიდის შედეგად, იმპორტირებული ცხარე სოუსის ბოთლებში 400კგ მეტამფეტამინი აღმოაჩინა. ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულებადაახლოებით 207 მილიონ დოლარს შეადგენს.

რეიდის შედეგად პოლიციამ ნარკოტიკების გადაზიდვაში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავა.

ცხარე სოუსის ბოთლებში დამალული მეტამფეტამინი სიდნეიში ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეჰქონდათ.

ნარკოტიგის გამოგზავნის ზუსტი ლოკაციის დასადგენად, ავსტრალიური პოლიცია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობს.



ავტორი: მარიამ გიგანი