VIDEO: ძმისშვილსა და მის შეყვარებულზე თავდასხმელებს ბიძამ ცეცხლი გაუხსნა (არგენტინა)

12:51 10-31-2019
1925

არგენტინაში კაცმა 17 წლის მძარცველი მოკლა, რომელიც თავს დაესხა მის ძმისშვილსა და ფეხმძიმე შეყვარებულს.

სათვალთავალო კამერით დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, რომ როდესაც კლაუდიო რამონ პარდოს 27 წლის ძმისშვილი ორსულ მეგობარ გოგოსთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, სამი არასრულწლოვანი მძარცველი დაესხა თავს და ცეცხლი გახსნეს წყვილის მისამართით.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მძარცველთა მოთხოვნის შესრულებისთანავე, 46 წლის კლაუდიო რამონმა სახლის მეორე სართულის კარები გამოაღო და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა თავდამსხმელებს, რა დროსაც გარდაიცვალა ერთ-ერთი მათგანი. იგი დაედევნა აგრეთვე ორ თავდამსხმელს, რომელთაგან ერთი დაჭრა ფეხში, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. დაჭრილი ახალგაზრდა რამონმა პოლიციას გადასცა. გაქცეულ მძარცველს ამ დრომდე ეძებენ.

სამართალდამცავებს 46 წლის არგენტინელი მამაკაცი არ დაუკავებია, რადგან მკვლელობა შეფასდა, როგორც თავდაცვის მცდელობა.