ცნობილი ქართველი სპორტსმენები „კანონიერ ქურდებთან“ ერთად დააფიქსირეს

12:50 10-31-2019
9561

ცნობილი ქართველი სპორტსმენები, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონები - იური ლომაძე და გურამ ხეცურიანი „კანონიერი ქურდების“ გარემოცვაში დააფიქსირეს. ეს ფოტო კიევშია გადაღებული. ფოტოზე ჩანან: 

1. იური ლომაძე - ევროპის ჩემპიონი.

2.გიორგი ლობჟანიძე (კუწუ) - „კანონიერი ქურდი“.

3.გურამ ხეცურიანი - ევროპის ჩემპიონი.

4.პოლიკარპე ჯანელიძე - „კანონიერი ქურდი“. 

მოჭიდავე გურამ ხეცურიანი „კანონიერი ქურდის“, ავთანდილ ხეცურიანის, მეტსახელად „ბოქსიორას“ ვაჟია. 

„ბოქსიორა“ გასული წლის 15 ივლისს გარდაიცვალა. ის ქუთაისში დაკრძალეს.