საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იწყება - რას აცხადებენ სასულიერო პირები

11:04 10-31-2019
147

ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან. როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

„მთავარი, რაც დამავალა მისმა უწმინდესობამ განცხადებისთვის ისაა, რომ 31 ოქტომბერს ჩაინიშნა სინოდის სხდომა, დღის 12:00 საათზე. ეს მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებაა. მეუფე იაკობი წმინდა სინოდის წევრია და ის დაესწრება სხდომას. წმინდა სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფემ გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს,“ - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

width=550

სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. მანამდე, მეუფე იაკობმა განცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია, მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.