ამოვიდა ყელში ერთსა და იმავე წრეზე სიარული, დავიღალე - ცოტნე გამსახურდია

10:26 10-31-2019
45

ამოვიდა ყელში ერთსა და იმავე წრეზე სიარული, დავიღალე,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურიდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. ცოტნე გამსახურდია წყალტუბოს აღორძინების ინიციატივას გამოეხმაურა.

„დავიღალე ამ ყველაფრით... ეს ხალხი დღიდან დღემდე, სტაფილოდან სტაფილომდე ცხოვრობს, რომელსაც მარიფათიანი ნაძირალები უკიდებენ ცხვირის წინ, რათა კიდევ წლები, ათწლეულები ატარონ მოჯადოებულ წრეზე და სწოვონ ენერგია, რესურსები, მომავლის დღეები... ეს ბრბოც, ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს, საკუთარი ყოფა გაიაზროს, უკანასკნელი იდიოტივით იტყუებს თავს და ლაფს ესვრის მის კეთილისმყოფელს, ვინც ამ ლეთარგიიდან აფხიზლებს ხოლმე...

ხალხი, რომელიც არ ფიქრობს უკეთეს მომავალზე, სამართლიანობასა და სამართალზე, თანასწორობაზე, ღირსებასა და ღირსეულ ცხოვრებაზე, არამედ ოცნებობს წურბელების ერთ პროცენტში მოხვდეს, ნაცვლად უკეთესისთვის ბრძოლისა. ან ბანალური გაქცევით შველის თავს.

რა ვქნათ მათ, ვისაც უბრალოდ სხვანაირად არ შეგვიძლია? ამოვიდა ყელში ერთი და იგივე, ერთსა და იმავე წრეზე სიარული შეცდომების გააზრების გარეშე... ივანიშვილის მორიგ ზღაპარზე გამახსენდა, რომელიც წინასაარჩევნოდ მოიგონა, ამჟამად - წყალტუბოში“ - წერს ცოტნე გამსახურდია.