იაპონიაში ხანძარმა ​იუნესკოს ნუსხაში შესული შურის ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები გაანადგურა

10:01 10-31-2019
36

იაპონიაში ხანძარმა ​იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შურის ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები გაანადგურა.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

კუნძულ ოკინავაზე მდებარე შურის ციხესიმაგრე 500 წლის წინ რიუკუს დინასტიის დროს არის აგებული. 1933 წლიდან მას იაპონიის ეროვნული განძის სტატუსი აქვს მინიჭებული. ციხე მთლიანად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამჟამინდელი ნაგებობა რეკონსტრუქციას წარმოადგენდა.

BBC-ის ცნობით, მთლიანად განადგურებულია შურის ციხესიმაგრის მთავარი შენობა, ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაგებობები.