პენტაგონმა ალ ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაავრცელა

09:48 10-31-2019
1936

პენტაგონი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეოს ავრცელებს.

კადრებში იდლიბის პროვინციაში ალ ბაღდადის საცხოვრებელ სახლზე ამერიკელი სამხედრო ძალების იერიშია ასახული.

პენტაგონის ინფორმაციით, ალ ბაღდადის სიკვდილი დნმ-ს ანალიზითაც დასტურდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა.

ალ ბაღდადიმ თავი საიდუმლო გვირაბით გაქცევის დროს ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა. მომხდარს მისი მცირეწლოვანი შვილებიც ემსხვერპლნენ.