გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

09:20 10-31-2019
43

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.