ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხება

08:57 10-31-2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის პროცესი დღეს გაიმართება.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა აცხადებს, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე 4 მოწმეს წარადგენს, თუმცა მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.