საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

08:45 10-31-2019
467

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი ცვალებადობაა მოსალოდნელი. 

„31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 31 ოქტომბერს კი, ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე გათბება.