იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართება

08:25 10-31-2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. არსებული ინფორმაციით, საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელებენ.

საბჭო იმ მოსამართლეთა კენჭისყრასაც გამართავს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. ამის შესაძლებლობას მათ კანონი აძლევს, რომ სასურველი პოზიცია კონკურს გარეშე დაიკავონ. სულ 60-მდე ვაკანსიაზე 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.