უცნობი ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის გამო ლონდონის ცენტრი გადაკეტეს

01:00 10-31-2019
67

უცნობი ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის გამო ლონდონის ცენტრი რამოდენიმე საათით გადაკეტეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გაჟონვის გამო ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ლონდონის ცენტრალურ უბანში მოხდა, სადაც უამრავი სავაჭრო ობიექტია განთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და მობილური ქიმიური ლაბორატორიის რამდენიმე ჯგუფი.

​გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული.