ქალმა ეკლესიის კედლებს ნაჯახი ურტყა (ვიდეო)

00:53 10-31-2019
325

მინსკში ქალმა წმინდა დუხოვის კათედრალური მონასტრის კედელზე ნაჯახი დაარტყა. ამის შესახებ ბალერუსის შსს-ს სამინისტრო იუწყება. 

გავრცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ქალი გამოდის ტაძრიდან, იღებს ნაჯახს და რამდენჯერმე ურტყამს კედელს. ახლოსმყოფმა მამაკაცმა მას ნაჯახი გამოართვა და ქალს აკავებდა, სანამ პოლიციელები მივიდოდნენ. 

ქალი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად გადაიყვანეს.